ქართული და უცხოური არხები : ArXebi.Com
Rustavi2
Imedi
Pirveli Arxi
Silk Universal
GDS
Rioni

▶ სცენარი (ქართული)


დასახელება: სცენარი
გამოსვლის წელი: 2012
ჟანრი: ქართული,სათავგადასავლო,კომედია
რეჟისორი: გოგა ოსეფაშვილი

ფილმის შინაარსი:
მოქმედება ვითარდება ერთ ჩვეულებრივ დღეს, როდესაც სცენარისტი წერდა სცენარს და ამ დროს მან შენიშნა, რომ მისი დაწერილი თითოეული წინადადება სრულდებოდა. იგი
თავის გმირს აკეთებინებდა ყველაფერს რაც კი უნდოდა...



სრულად

▶ Kacebis Kino Qartuli Filmi / კაცების კინო (ქართული)


ინფორმაცია ფილმზე:
ორიგინალი დასახელება: კაცების კინო
წელი: 2012
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: ირაკლი კაკაბაძე
როლებში: დათო ლაბაძე, ირაკლი კაკაბაძე, გიორგი ჯანელიძე, ირაკლი ვახტანგიშილი, დუტა სხირტლაძე

ფილმის შესახებ:
აღწერა: ფილმი მოგვითხრობს ,,კაცების შოუს" წამყვანების ღამის თავგადასავალზე თბილისში. სტუდიის ბოლო ფილმის ყიდვას გავლენიანი უცხოელი პროდიუსერი აპირებს. კომპიუტერს, რომელშიც ფილმის ჩანაწერი ინახება, შენობაში ჩასული წყალი აზიანებს. მეორე ასლი კი ირაკლი კაკაბაძეს ჰქონდა, რომელმიც წინა საღამოს რამდენიმე თავშეყრის ადგილზე იმყოფებოდა, დროს ატარებდა, დათვრა და ეს ასლი გადაცემის ფანს, ერთი დღით, ათხოვა, ოღონოდ ამ ფანის არც ვინაობა იცის და არც სახე ახსოვს.…



სრულად

▶ Tiflisi Qartulad / ტიფლისი - სეზონი 1 (ქართული)


ინფორმაცია სერიალზე:
დასახელება: ტიფლისი
გამოსვლის წელი: 2014
ჟანრი: დრამა, ისტორიული
რეჟისორი: ლევან დაბრუნდაშვილი,ნოდარ მარშანიშვილი
როლებში: თორნიკე გოგრიჭიანი, გიორგი გიორგანაშვილი, გოგა ბარბაქაძე, კახა კინწურაშვილი, გიორგი ცაავა…

სერიალის მიმოხილვა:
სერიალის მოქმედება მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში ხდება. ბატონ-ყმობის გადავადნის შემდეგ თავადები გავლენების სფეროებს ინაწილებენ – ვაჭრობენ ადამიანებით, აკონტროლებენ სავაჭრო გზას და ატერორებენ ხალხს. მათ წინააღმდეგ ტყეში გავარდნილი ყაჩაღები მოქმედებენ. ეს დაპირისპირება ტფილისში ინაცვლებს – ფანტასტიკურ ქალაქში, სადაც ირევიან მოგზაურები, ვაჭრები, აშუღები, ყარაჩოღელები, კინტოები და სხვადასხვა ჯურის ავაზაკები…



სრულად

▶ Simindis Kundzuli Qartuli Filmi/სიმინდის კუნძული (ქართული ფილმი)


ჟანრი: დრამა
ენა: ქართული
წელი : 2014

რეჟისორი: გიორგი ოვაშვილი
მთ. როლში: ილიას სალმანი,მარიამ ბუთურიშვილი

 

ფილმის შესახებ : გიორგი ოვაშვილის ფილმში - ,,სიმინდის კუნძული“, მოქმედება მდინარე ენგურზე, გაზაფხულის წვიმების შედეგად წარმოქმნილ პატარა კუნძულზე ვითარდება. ორი უცნაური ფერმერი - მოხუცი ბაბუა და მოზარდი შვილიშვილი, კონფლიქტის ზონაში მეურნეობას მისდევს და სიმინდი მოჰყავს. სიმინდის კუნძულზე, აფხაზ ბაბუა-შვილიშვილთან დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი ხვდება. გმირების ყოფითი საქმიანობა და ყოველდღიური ერთფეროვნება მთლიანად იცვლება.



სრულად

▶ Xareba Da Gogia Qartuli Filmi / ხარება და გოგია (ქართული ფილმი)


რეჟისორი: გიორგი შენგელაია
სცენარის ავტორები: ბაადურ ბალარჯიშვილი, გიორგი შენგელაია
დამდგმელი ოპერატორი: ლერი მაჩაიძე
დამდგმელი მხატვრები: ვასილ არაბიძე, ნიკოლოზ (ნიკუშა) შენგელაია, გენო ცაავა
კომპოზიტორი: იაკობ ბობოხიძე
ხმის ოპერატორი: ვლადიმერ ნიკონოვი
მემონტაჟე: სოფიო მაჩაიძე
მონაწილეობენ: ომარ ფხაკაძე (ხარება ჯიბუტი), ლევან
თედიაშვილი (გოგია კენკიშვილი), მიხეილ სალაძე, ავთანდილ მაისურაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ალექსანდრე კაიდანოვსკი (ვოლხოვსკი), თენგიზ ბერიძე, გურამ ლორთქიფანიძე

ფილმის შესახებ:
თავად ხარაშვილის მოურავი ხარება ჯიბუტი ბატონის უსამართლობას გაექცევა და ტყეში ყაჩაღად გავარდნილი, გოგია კენკიაშვილის რაზმს შეუერთდება. ყაჩაღებზე ძებნაა გამოცხადებული. თავადი ანდრონიკაშვილი ხარებას და გოგიას საინტერესო ადამიანებად მიიჩნევს. რუსი მაღალჩინოსანი სტუმრის, ვოლხოვსკის თხოვნით მათ წვეულებაზე მიიპატიჟებს. ტყის ძმები თავადის კაცურ სიტყვას ენდობიან და წვეულებაზე გამოცხადდებიან. შტაბს-კაპიტანი ახვლედიანი რაზმელებზე ნადირობს, მაგრამ მოსახლეობის მხარდაჭერით ტყის ძმები განსაცდელს არაერთხელ დააღწევენ თავს. მოღალატის დახმარებით ახვლედიანი მიზანს მაინც მიაღწევს -- ხარებას და გოგიას რაზმს ალყაში მოამწყვდევს და გაანადგურებს.



სრულად

▶ უცნობი ჯარისკაცები (ქართული ფილმი)


რეჟისორი: შალვა შენგელიშალვა შენგელი
სცენარის ავტორი: შალვა შენგელიშალვა შენგელი
დამდგმელი ოპერატორები: გიორგი სიგუა, ლევან კანტიძე
კომპოზიტორი: ნიაზ დიასამიძენიაზ დიასამიძე
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: ბექა გერსამია
მემონტაჟეები: შალვა შენგელიშალვა შენგელი, თინათინ ყაჯრიშვილითინათინ ყაჯრიშვილი
პროდიუსერები: გიორგი ცხვიტავა, თინათინ ყაჯრიშვილითინათინ ყაჯრიშვილი   


ფილმის შესახებ:
ფილმის გმირი, აფხაზეთიდან ლტოლვილი დათო გურჩიანი პროფესიულ ჯარში იწყებს სამსახურს. თავიდან სხვა ახალბედების მსგავსად მასაც უჭირს ჯარის მკაცრ წესებთან შეგუება, მაგრამ უძლებს გამოცდას და საბოლოოდ პროფესიონალი სამხედრო ხდება. გურჩიანისა და მისი ჯარის მეგობრების პირველ ნანატრ შვებულებას 2008 წლის აგვისტოში მოულოდნელად დაწყებული ომი შეწყვეტს. ბიჭები რუსეთ-საქართველოს ომში ერთვებიან...



სრულად

▶ taxi-taqsi/ ტაქსი(ქართული)


ინფორმაცია ფილმზე:
ორიგინალი დასახელება: ტაქსი
წელი: 2014
ჟანრი: კომედია
პროდიუსერი: მიშა მშვილდაძე
როლებში: ვანიკო თარხნიშვილი, მარინა ჯანაშია, ნინო გაჩეჩილაძე, ია ფარულავა, კოტე თოლორდავა, კაბუ

ფილმის შესახებ:
თეატრის მსახიობი ბაკური, შეყვარებულის კონცერტზე დასაპატიჟებელი ფულის მოსაგროვებლად, გადაწყვეტს ერთი კვირით წაიტაქსაოს. ასე იწყება შეხვედრები უამრავ, უცნობ ადამიანთან თბილისის ქუჩებში.



სრულად

▶ Koma / კომა (ქართული ფილმი )


წელი : 2013

ჟანრი :  დრამა ,ქართული

რეჟისორი : აჩიკო ქავთარაძე

როლებში :  მიხეილ ახვლედიანი , გიორგი  მასხურია , ზურაბ ბეგაშვილი , ჯანო იზორია .


ფილმის შესახებ :

ისტორია რეალურ ცხოვრებაზე, სოციალურ მდგომარეობასა და განგებაზე. ფილმი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცის, ტიტე გოგიას ისტორიას, რომელიც საავტომობილო ავარიის გამო ციხეში ხვდება. ციხეში ტიტე მისთვის სრულიად ახალ რეალობას აღმოაჩენს; პატიმრების მიმართ არაადამიანური და ცინიკური მოპყრობა მის მდგომარეობას დიდ დაღს ასვამს. პარალელურად ისტორია საავადმყოფოში ვითარდება, სადაც ავარიის მსხვერპლები წვანან. ერთ-ერთი მათგანი კომაშია.



სრულად

▶ ბაში აჩუკი Bashi Achuki Баши Ачук (ქართული)


ენა : ქართული

წელი : 1950

რეჟისორი: Закария Гудавадзе

როლებში: Отар Коберидзе,Додо Абашидзе,Лия Элиава,Медея Chakhava,Котэ Даушвили,Додо chichinava,iusup Кобаладзе,Мэри Давиташвили,Гурам tsagaradze.



სრულად

▶ გაღმა ნაპირი/gaghma napiri /THE OTHER BANK (ქართული)


ხანგრძლივობა: 1 საათი 28 წუთი

ქვეყანა: საქართველო , ყაზახეთი ,

წელი: 2009 

ჟანრი: დრამა 

რეჟისორი: Georg Ovasvili

როლებში: Тедо Бекаури,Галоба Гамбария,Ника Аладжаев,Тамар Мески,არჩილ ტაბუკაშვილი,Лия Абуладзе,ტემო გოგინავა,სოფო გვრიტიშვილი,Бердия Инкирвели,Яно Исория

 

მოკლე აღწერა:

ეს არის გაღმა ნაპირი - ს თრეილერი (ძალიან კარგი ხარისხით). "გაღმა ნაპირი” სხვადასხვა პრესტიჟულ კინო-ფესტივალის პრიზიორია. 2009 წელს აღებული აქვს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მე-9 კინო-ფესტივალის გრანპრი ”ოროს შროშანი” , ამერიკაში სიეტლის 35-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი, კინო-ფესტივალ ”სამხრეთ კინოს” მთავარი პრიზი ”ოქროს ალამაბარა” პარიზის მე-7 საერთაშორისო ფესტივალის ”პარიზი სინემას” საერთაშორისო ჟიურის პრიზი, ერევნის მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი ”ოქროს გარგარი”, და უამრავი სხა პრიზი, რომელთა შესახებაც ჩვენ არ ვიცით, მოკლედ დაველოდოთ, სხვა რაღა დაგვრჩენია.



სრულად

{info_bottom}